რეგიონი
წყალტუბოში მუნიციპალიტეტში 80 ათას ლარამდე პრემია გაიცა
FaceBook
"ამით მე შესაძლებლობა მივეცი ადამიანებს რომ ბრწყინვალე დღესასწაული ნორმალურად გაეთენებინათ"

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სააღდგომოდ პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათას ლარამდე დაიხარჯა. სააღადგომო პრემიები საკრებულოსა და  გამგეობაში დასაქმებულმა პირებმა მიიღეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 855 ადამიანია დასაქმებული. აქედან, 125 გამგეობის თანამშრომელია,  25  - საკრებულოს  აპარატის, ხოლო დანარჩენი  ადგილობრივ თვითმმართველობას დაქვემდებარებული ააიპ ორგანიზაციის თანამშრომლები არიან. 
"ამით მე შესაძლებლობა მივეცი ადამიანებს რომ ბრწყინვალე დღესასწაული ნორმალურად გაეთენებინათ. გარდა ამისა, ამ პრემიებიდან  გარკვეული თანხა დავდეტ და სოციალურად დაუცვლები მოვიკითხეთ", - განმარტავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მიმდინარე წლის ბიუჯეტი 8 მილიონ ლარს შეადგენს.
თეკლე მორგოშია



Print