რეგიონი
წყალტუბოს საკრებულოში უმცირესობის წევრები კაბინეტების გარეშე დატოვეს
FaceBook
"მალე ახალ შენობაში გადავდივართ და ყველა დაეტევა" - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს ფრაქციის ხელმძღვანელები კაბინეტის გარეშე არიან. საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მაია შალამბერიძის განმარტებით, საკრებულოს ოთხსართულიან შენობაში მათთვის ერთი ოთახი არ გამოინახა.
"აბრები დაგვიმზადეს ხოლო კაბინეტი არ გვაქვს. თუ კაბინეტი არ გვექნებოდა, აბრები რად გვინდოდა. ჩვენს დღეში არიან ფრაქცია "წყალტუბოს მომავლისთვის" წევრებიც", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი.
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" საკრებულოში სამ დეპუტატს აერთიანებს. ამდენივე წევრია ფრაქციაში "წყალტუბოს მომავლისათვის".
საკრებულოს უმცირესობის წევრები განმარტებით, წყალტუბოს ადგილობრივი საკონონმდებლო ორგანოს ოთხსართულიან შენობაში სხვადასხვა ააიპ ორგანიციებიც არის განთავსებული. რის გამოც, როგორც საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ამბობს, ფრაქციის წარმომადგენლები კაბინეტების გარეშე არიან.
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე  პაატა ახალაძე ირწმუნება, რომ შენობაში ფიზკურად ოთახები არ არის.
"მალე ახალ შენობაში გადავდივართ და ყველა დაეტევა. ის რომ შეგნებულად ვინმეს არ ვაძლევთ ოთახს ეს ასე არ არის", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
წყალტუბოს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოსათვის ამ დროისთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით პოლიციის ყოფილი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
წყალტუბოს საკრებულოში 32 დეპუტატია, აქედან 17 მაჟორიტარი დეპუტატი გახლავთ. საკრებულოში კანონმდებლობის შესაბამისად 5 კომისია და 8 ფრაქცია არის წარმოდგენილი.

თეკლე მორგოშია

Print