რეგიონი
წყალტუბოში საკვები პროდუქტების მწაროებელი საწარმო აშენდება
FaceBook
წყალტუბოში თევზის, ყველისა და ხაჭოს წარმოება დაიწყება.
აღნიშნული საკვები პროდუქტების საწარმოებლად წყალტუბოში საწარმო უნდა აშენდეს. 
როგორც საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, საკვები პროდუქტების საწარმოს მოსაწყობად შპს ,,აილამას" გადაეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუმბრაში არსებული 8225 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიამ 148 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. საწარმომ უნდა აწარმოოს არანაკლებ 2000 კგ. ახალი ან/და გაცივებული, არანაკლებ 2500 კგ ყველი და არანაკლებ 1000 კგ ხაჭო.


Print