რეგიონი
ტყიბულის სოფლებს მგლები შეესია - მოსახლეობა შველას ითხოვს
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ცუცხვათსა და კოკას მგლები შეესია. სოფლებში მცხოვრებლების განმარტებით, მგლები მათ უკვე რამდენიმე თვეა აწუხებთ და მსხვილფეხა პირუტყვებს ანადგურებს. სოფელ კოკას მკვიდრის, მურმან ლანაჩავას თქმით, პირუტყვები განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირაა ყოველდღე იკარგება.
"მე რამდენი პირუტყვი დამიგლიჯა. მთელი სოფელი შეწუხებულები ვართ. მგლის მოკვლა აკრძალული რომ არ იყოს აუცილებლად მოვკლავდით, მაგრამ ეს დასჯადია", - განმარტავს "ქუთაისიპოსტან" საუბარში მურმან ლანჩავა.
აღნიშნული პრობლემით ადგილობრივმა მოსახოლეობამ უკვე მიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს. თუმცა, როგორც მურმან ლანჩავა ამბობს, გამოსავალი მაინც არ გამოიძებნა.
"გვითხრა რომ კანონი უნდა შეიცვალოს რომ შევძლოთ თქვენი დახამრეობაო.რადგან, ამ დროისთვის მოქმედი კანონის მიხედვით ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია", - ამბობს სოფელ კოკას მკვიდრი.

თეკლე მორგოშია
Print