რეგიონი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ავეჯის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ საოფისე ავეჯის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. 7 580 ლარის ღირებულების ტენდერი აღნიშნულმა მუნიციპალიტეტმა თებერვალში გამოაცხადა. თუმცა, იმის გამო, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის საოფისე ავეჯის შეძენით არავინ დაინტერედა, ტენდერი არ შედგა. საოფისე სავარძლები, საოფისე ტყავის სკამი, კარადა, ჟურნალების მაგიდა, რბილი ავეჯი სამეული, კომპიუტერის მაგიდა - ეს ავეჯი უნდა შეეძინა ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას 7 580 ლარის სანაცვლოდ.  აღნიშნული ავეჯი ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში  ორგანიზაციას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის ხელშეკრულების გაფრმებიდან 15 დღის ვადაში უნდა მიეწოდებინა. 
თეკლე მორგოშია

Print