ახალი ამბები
ევროკავშირის დაფინანსებით ზესტაფონის ცენტრალურ პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
FaceBook
15 წლის შემდეგ, ზესტაფონის ცენტრალურ პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
ე.წ. ირინეს პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ზესტაფონის მერიამ 1 086 27 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა.   

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პარკში არსებულ საპროექტო ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ბორდიული ისე,  რომ არ შეცვალოს არსებული სკვერის გეგმარება; პარკში მოეწყობა როგორც ნაცრისფერი ასევე, ფერადი ქვაფენილი. აგრეთვე, ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს სკამები ნაგვის ურნებთან ერთად.

შეიცვლება ძველი ლამპიონებიც,  დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა მოხდეს პარკში არსებული კოლონადების შეღებვა თეთრ ფერში.  ლურ ფერში  შეიღებება  სკვერის მიმდებარედ არსებული რკინის კონსტრუქცია,  სადაც უნდა განთავსდეს ტენისის და ბილიარდის მაგიდები. საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს   ტერიტორიაზე  სკეიტპარკის მოწყობასაც. 

საბოლოო ჯამში, რეაბილიტირებული პარკი რენდერის მიხედვით ასეთი უნდა იყოს:





ზესტაფონში, ცენტრალური პარკის რეკონსტრუცია  "საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება"  და ის ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული

ტენდერზე (NAT220002244)  წინადადების მიღება 19 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს სრულდება.
Print