რეგიონი
ვანში ოპოზიციის კანდიდატების წარდგენაზე ინცინდენტი მოხდა
FaceBook
"წარდგენის ჩაშლა სცადეს" - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიის წევრები დღეს ვანში მომხდარ ინცინდენტს.

ღონისძიებაზე, სადაც ოპოზიციის მერობისა და მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს, ორი პირი მივიდა, რომლებმაც ადგილზე მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციური ტელევიზიების დამფუძნებლებს აგინებდნენ. ინცინდენტის მონაწილეებმა ტერიტორია მალევე, ავტომანქანით დატოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი პირი ვანის მერიის ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" თანამშრომელი კახა კამკამიძეა, ხოლო მეორე, ოპოზიციის ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ზაალ გერსამია.

"პროვოკაციისთვის იყვნენ მოგზავნილი ჩვენს წარდგენაზე. ​იმედი არ მაქვს, რომ რეაგირებას მოახდენენ",
- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციამ ვანში მერობის კანდიდატად ბადრი მებურიშვილი წარადგინა.


Print