რეგიონი
ბაღდათის სოფელში საბავშვო ბაღის შენობა დაიწვა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუაში საბავშვო ბაღი დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სამი კვირის წინ მომხდარი ხანძარის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე დაუდგენილა. 

წყალთაშუაში ბაღის შენობა 31 ოქტომბერს დაიწვა.  ბაღის 13 აღსაზრდელი კი დროებით სხვა შენობაში გადაიყვანეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ახალი საბავშვო ბაღის ინვენტარით უზრუნველყოფა სოფლის პროგრამით არსებული დაფინანსებით მოხდება.
წყალთაშუაში ხანძრის შედგეად ლიკვიდირებული ბაღი კერძო საკუთრებაში ფუნქციონირებდა. ასევე, კერძო საკუთრებაში ამოქმედდა ახალი ბაღიც, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურ ქირას იხდის.

სოფელ წყალთაშუას მსგავსად, კერძო სექტორში საბავშო ბაღი ბაღდათის მუნიციპალიტეტის კიდევ 4 სოფელში ფუნქციონირებს. ერთ-ერთი მათგანია სოფელი ფერსათი, სადაც ბაღი საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. შენობის პირველი სართული გასულ კვირას ბაღდათში ერთკვირიანმა სტიქიამ მთლიანად დატბორა.

როგორც ბაღდათის გამგეობაში აღნიშნავენ, მომავალ წელს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, სადაც ბაღის საკუთარი შენობა არ გააჩნათ, ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება, რაც რეგიონული განვითარების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებიდან დაფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მინდინარე წელს სოფლების როხი, დიდველა და როკითის საბავშო ბაღებს ჩაუტრადათ. სოფელ წითელხევისა და ქალაქ ბაღდათის ერთ-ერთ ბაღში სარეაბილიტციო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება.

მიმიდინარე წელს ბაღდათის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბაღების დაფინანსება 630 000 ლარს შეადგენს.

Print