რეგიონი
ხონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს პრემიებისთვის 98 000 ლარი დაიხარჯა
FaceBook
ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიების გაცემა სააღდგომოდ მოხდა.


ხონის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებზე მიმდინარე წელს პრემიებისთვის 98 000 ლარი გაიცა. ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიების გაცემა სააღდგომოდ მოხდა.

ხონის ადგილობრივ მთავრობაში ირწმუნებიან, რომ პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა სხვა დროს არ მომხდარა.

ხონის მუნიციპალიტეტში (საკრებულო და გამგეობა) სულ 125 ადამიანია დასაქმებული.

2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის 1 მლნ 200 000 ლარია განსაზღვრული.
Print