რეგიონი
საჩხერის მუნიციპალიტეტეში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება
FaceBook
საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის სულ 1 მლნ 532 000 ლარია განსაზღვრული.


საჩხერის მუნიციპალიტეტეში ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება.

შრომითი ანაზღაურების მომატება ახალ წლამდე მოხდება. ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ განმარტა.

მისი თქმით, იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტბში ხელფასები გასულ წელთან შედარებით მომატებული აქვთ.

"ჩვენთან არ მომხდარა გასულ წელთან შედარებით ხელფასების მატება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალ წლამდე მოხდეს ხელფასების გაზრდა", - ამბობს ბაზაძე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის სულ 1 მლნ 532 000 ლარია განსაზღვრული. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა ამ დროისთვის სულ 17 მლნ 500 000 ლარს შეადგენს.

Print