რეგიონი
COVID-19-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში იმერეთიდან წყალტუბოსა და საირმეს განიხილავენ
FaceBook
კორონავირუსისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებში იმერეთიდან წყლატუბოსა და საირმეს გამოყოფას განიხილავენ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მოქმედ ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. 

"ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი - პირველ რიგში, ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები", - განმარტა პრემიერმა.

წყალტუბოს და საირმის გარდა, განიხილავენ გუდაურის, აბასთუმანს, ბორჯომსა და სხვა კურორტების გამოყოფას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა.
Print