რეგიონი
ოსტატი წყალტუბოდან, რომელიც ნივთებს ხის ფესვებისგან ამზადებს (ვიდეო)
FaceBook

ხის ფესვებს მეგობრებთან ერთად ტყეში აგროვებს. ასუფთავებს და ფორმასთან ერთად, 30 წელზე მეტია, დაზიანებულ ბზას, ურთხმელსა და ძელქვას ახალ სიცოცხლეს აძლევს.

72 წლის წყალტუბოელი  ოსტატი, თავადაც, ფესვებისგან საკუთარი ხელით  შექმნილი ნივთებით ცხოვრობს.

გელა ხუნწარიძე ტყეში მოგროვებული ფესვების დამუშავებას რამდენიმე დღეს ანდომებს. მუშაობს შენარევების გარეშე.

“ეს ფესვები აღარავის სჭირდება, წლების განმავლობაში მიწაშია ჩაფლული. მივდივარ, ვეძებ, სახლში მომაქვს და ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო მისგან, ვამუშავებ და ფორმას ვაძლევ, ეს ხისთვის ახალი სიცოცხლის საწყისია’’- ამბობს გელა ხუნწარიძე.

ყოფილი კალათბურთელი ნაკეთობების შექმნით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ზღვაზე ხის ფესვები იპოვა. გაასუფთავა, ფორმა კი უცვლელი დატოვა, მაშინ 20 წლის იყო.

ოსტატი ამბობს, რომ საუკეთესო შემოქმედი ბუნებაა, ის ხეს სხვადასხვა ფორმას აძლევს.



ოსტატის სახელოსნოში  50-მდე ნივთი ინახება. რამდენიმე ნამუშევარი კი წყალტუბოს მუზეუმშია დაცული.



Print