რეგიონი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 22 ააიპ-ს 5 300 000 ლარით აფინანსებს
FaceBook
სამტრედიის ააიპ-ებში სულ 990 თანამშრომელია დასაქმებული.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ დროისთვის 22 არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ექვემდებარება, სადაც  990 თანამშრომელია დასაქმებული. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ააიპ-ებისთვის მიმდინარე წელს 5 300 000 ლარი გამოიყო. სამტრედიის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას ინფორმაციით, შესაძლოა არსებულ ააიპ-ებს კიდევ ერთი დაემატოს, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
2015 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 13 125 000 ლარს შეადგენს.
დეა მანაგაძე


Print