რეგიონი
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 77 175 ლარის პრემია გაიცა
FaceBook
სამტრედიის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას განმარტებით, პრემიებისა და დანამატების გაცემა ადგილობრივ თვითმმართველობაში შეზღუდულად ხდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში თანამშრომლებზე,  მიმდინარე წელს, პრემიისა და დანამატის სახით, 77 175 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხების გაცემა წინასააღდგომოდ მოხდა. საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ 72 ადამიანზე 55 950 ლარის პრემია, ხოლო 12 თანამდებობის პირზე დანამტის სახით 21 225 ლარის პრემიის გაცემა მოხდა.
სამტრედიის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას განმარტებით, პრემიებისა და დანამატების გაცემა ადგილობრივ თვითმმართველობაში შეზღუდულად ხდება.
სამტრედიის მუნიცილაპიტეტის მიმდინარე წლის სახელფასო ფონდი 104 600 ლარს შეადგენს. მთლიანად სამტრედიის ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა 13 125 900 ლარს შეადგენს.
თეკლე მორგოშია

Print