რეგიონი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული "ტოიოტა" აუქციონზე გაყიდეს
FaceBook
"მოძველებული და ამორტიზებული იყო ავტომანქანა, რის გამოც აუქციონზე გავიტანეთ".

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული "ტოიოტა ჰაილუქსის"  მარკის ავტომობილი ელექტრონულ აუქციონზე 1 110 ლარად გაიყიდა. ამორტიზებული ავტომანქანის აუქციონზე გატანა მიმდინარე წლის 8 ივნისს მოხდა.
"მოძველებული და ამორტიზებული იყო ავტომანქანა, რის გამოც აუქციონზე გავიტანეთ," - ამბობს  სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის განყოფილების უფროსი, ნიკა სულაძე.
სამტრედიაში წელს აუქციონი სულ სამჯერ გამოაცხადეს. აუქციონის გამოცხადება, გარდა ავტომობილისა, 12 800 კგ ჯართზე და საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟზე მოხდა, რომელთა გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ საერთო ჯამში, 4 074 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ავტოპარკს, ამ დროისთვის 8 ერთეული მანქანა ირიცხება. თუმცა, სამტრედიის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ავტომანქანების უმრავლესობა მწყობრიდან გამოსულია.
თეკლე მორგოშია


Print