პოლიტიკა
"მისმენენ" - აქციის გასამართად მისულ გოგი წულაიას ადგილზე მერიის წარმომადგენელი დახვდა
FaceBook
ქუთაისში, გორას დასახლებაში, ამორტიზებული გზის გასაპროტესტებლად მისულ გოგი წულაიას, მოსახლეობასთან შეხვედრა მერიის წარმომადგენელმა დაასწრო.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილის, გოგი წულაიას თქმით, მის სატელეფონო ზარებს უსმენენ, სწორედ ამიტომ იყო ადგილზე მისული მერიის წარმომადგენელი.

"მისმენენ, როცა ტელეფონით ვესაუბრები ხალხს. ეს პირველი ფაქტი არაა და თუ შეუძლიათ უცებ პრობლემის მოგვარება, მასწრებენ ხოლმე", - ამბობს გოგი წულაია, რომელმაც მიქელაძე-მეველეს ქუჩაზე ამორტიზებული გზა მაინც გააპროტესტა.

"წლებია გზა არ გვაქვს და ვითხოვთ, გაგვიკეთონ. ბავშვები სკოლაში ვერ მიდიოდნენ, სულ ტალახში ამოთხვრილები იყვნენ. ჩვენი სახსრებით თანხა ავკრიბეთ და მოკლე მონაკვეთზე ხრეში დავყარეთ. გზის კუთხემდე კალოშებით დავდივართ", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ლუბა ტუკვაძე.



მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ადგილზე მისული მერიის წარმომადგენელი, ზაზა ჭელიძე  დაჰპირდა. მისი თქმით,  გზის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. და გზის საფარის მოსაწესრიგებლად, ბიუჯეტში 122 950 ლარია გათვალისწინებული.


ამავე თემაზე:

პერფომანსის მოსაწყობად მისულ წულაიას ორმო ამოვსებული დახვდა

Print