რეგიონი
აუთვისებელი თანხები და ჩავარდნილი ტენდერები - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დაპირებების იმედად
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის მუშაობას აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. მათი თქმით, ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რაც მუნიციპალიტეტში განხორციელდა საკადრო ცვლილებებია. რამაც მათივე განმარტებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სისტემური ცვლილებები გამოიწვია.

####
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებების განხორციელება გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტმა 164 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი 2014 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა.
46 ახალი და დანარჩენი ძველი თანამშრომლები - ასეთია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსის შედეგები. ზესტაფონის საკრებულოში განმარტავენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კონსკურსი გამჭვირვალე და ობიექტური იყო.
შენიშვნები ამ კუთხით არც საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ. უფრო მეტიც, მათი შეფასებით ერთადერთი დადებითი, რაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ზესტაფონში შეინიშნება, თვითმმართველობაში ნეპოტიზმის ფაქტების არარსებობაა.
"ნამდვილად, რაზეც შენიშვნა არ გვაქვს ის არის, რომ აქ დასაქმებულთა შორის ნათესავები არ არიან. მარგამ საქმე რამდენად კეთდება, ეს სხვა თემაა," - ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ზესტაფონის" წევრი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი, გია თუთბერიძე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 34 მანდატიან საკრებულოში მხოლოდ 18 მანდატი ერგო უმრავლესობას, 16 - ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ზესტაფონის საკრებულოში 6 ფრაქციაა წარმოდგენილი. ესენია: ფრაქცია -"ზესტაფონი", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა", კონსერვატორები" და ფრაქცია "ქართული ოცნება".
###
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 18 თემისგან შედგება და 60 სოფელს აერთიანებს. თუ რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ამდროისთვის დათვლა მიმდინარეობს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსის ედისონ სალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, რომლის შემდეგ მოხდება ქონებისთვის საკადასტრო კოდების მინიჭება და აქუციონზე გატანა. სამსახურში განმარტავენ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს უკვე მიმართული აქვს ეკონომიკის სამინისტროსთვის უძრავი ქონების მუნიციპალიტეტისთვის გადამოცემის თაობაზე.
"იმ შემთვევაში თუკი ჩვენ გქონება გადმოგვეცემა, მათ სხვადასხვა კომერციული დანიშნულებით გამოვიყენებთ," - ამბობს სალაძე. მისივე ინფორმაციით, წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული აუქციონი 18 ერთეულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე გამოაცხადა. თუმცა, აუქციონი მხოლოდ 7 ერთეულზე შედგა. დანარჩენი აუქციონი, სალაძის განმარტებით, ჩავარდა.
ამორტიზებული ავტომანქანა, ჯართი (ლითონი, ალუმინი) საჯარო სკოლის და ბაღის ყოფილი შენობები - სწორედ მათი გაყიდვა მოხდა ელქტრონულ აუქციონზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ელექტრონული აუქციონიდან წელს ყველაზე დიდი თანხა, სოფელ ფუთის საჯარო სკოლის სამსართულინი ყოფილი შენობის გაყიდვიდან მიიღეს. შენობა 32 080 ლარადა გაიყიდა. რაც შეეხება, ჩავარდნილ აუქციონებს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განმარატვენ, რომ განმეორებთ კვლავ მოხდება იმ ობიექტების ელექტრონულ აუქციონზე გატანა, რომლებიც პირველ ჯერზე არ გაიყიდა.
***
ზესტაფონის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 17 მლნ 261 100 ლარს შეადგენს. აქედან, 3 690 000 რეგიონული განვითარების ფონდის ტრანსფერია, 1 069 000 ლარი - სოფლის პროგრამების, 240 000 ლარი - მიზნობრივი და 6 549 500 ლარი - გამოთანაბრებითი ტრასფერი. ბიუჯეტის დარჩენილი წილი ადგილობრივ შემოსავლებზე მოდის. ამის გარდა, სახელფასო ფონდისთვის ზესტაფონის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 1 943 000 ლარია გათვალისწინებული. ხოლო, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის - 2 900 000 ლარი.
მიმდინარე წელს ზესტაფონში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 7 მილიონამდე ლარის ათვისება უნდა მოხდეს. თუმცა, 6 თვის მონაცემებით, მხოლოდ 1 027 000 ლარია ათვისებული.
ძველი ბაღების რეაბილიტაცია, სამი ახალი ბაღის მშენებლობა, 7 ცენტრალური ქუჩის გზის რეაბილიტაცია - ეს ის ძირითადი სამუშაოებია, რომელიც წელს ზესტაფონში უნდა განხორციელდეს. ამდროისთვის მხოლოდ სამუშაოების ნაწილია დაწყებული.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნელ ტემპს აღმსარულებელ ორგანოში ტენდერის მრავალგზის ჩავარდნით ხსნიან. ასევე, ირწმუნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.
"ჩვენი ბრალი არაა თუკი ტრენდერში მონაწილეობა არვინ მიიღო. სხვანაირად ვერ შევძლებდით სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კონკრეტულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმებას, ეს კაკნონით აკრძალულია, თუმცა, იმედი გვქავს,რომ გეგმას ნამდვილად შევასრულებთ," - განაცხადა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღრაძემ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მიერ გაჟღერებულ შენიშვნას მუნიციპალიტეტებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩამორჩენის შესახებ არ იზიარებენ ზესტაფონის საკრებულოში. შენიშვნები აქვთ ოპოციზიის წარმომადგენლებსაც.
"არაფერი არ კეთდება ზესტაფონში. რამდენიმე ქუჩაზე გზა უნდა მოწესრიგებულიყო. მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩანს. საერთოდ არ იგრძნობა თუ მთავრობა და პატრონი ჰყავს ზესტაფონს," - ამბობს ზესტაფონის საკრებულოს ფრაქცია "ზესტაფონის" წევრი, პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი, გია თუთბერიძე.
საკანონმდებლო ორგანოში კი ირწმუნებიან, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი 15 სექტემბრისთვის იქნება შესრულებული, მთლიანად კი მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის.

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის -„სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვისფარგლებში , ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ პოზიციას.

„ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"



თეკლე მორგოშია





Print