რეგიონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნივა აუქციონზე 184 ლარად გაიყიდა
FaceBook
"კიდევ გვყავს თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტომობილები, რომლებიც მოძველებულია და ალბათ, ელექტრონულ აუქციონზე გავიტანთ".

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ნივის მარკის ავტომობილი ელექტრონულ აუქციონზე 184 ლარად გაიყიდა. ამორტიზებული ავტომანქანის აუქციონზე გატანა მიმდინარე წელს მოხდა.
"მოძველებული და ამორტიზებული იყო ავტომანაქანა, რის გამოც აუქციონზე გავიტანეთ. კიდევ გვყავს თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტომობილები, რომლებიც მოძველებულია და ალბათ, ელექტრონულ აუქციონზე გავიტანთ", - განმარტავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ედისონ სალაძე.
ზესტაფონში  წელს აუქციონზე სულ  18 ერთეული უძრავ-მოძრავი ქონების გატანა მოხდა, საიდანაც მხოლოდ 7 ერთეულის გაყიდვა მოხერხდა.
ამ დროისთვის ზესტაფონის თვითმმართველობის ავტოპარკში ოთხი ერთული ავტომანქანა ირიცხება. ადგილობრივ  თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მანქანები მოძველებულია, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღრაძე საკუთარი მანქანით გადაადგილდება.

თეკლე მორგოშია

Print