რეგიონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა წელს ელექტრონული აუქციონიდან 56 174 ლარი მიიღო
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ელექტრონული აუქციონიდან წელს ყველაზე დიდი თანხა, სოფელ ფუთის საჯარო სკოლის სამსართულინი ყოფილი შენობის გაყიდვიდან მიიღეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონიდან 56 174 ლარი მიიღო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ედისონ სალაძის განმარტებით, რაოდენობრივად ელექტრონულ აუქციონზე 18 ერთეული უძრავ-მოძრავი ქონების გატანა მოხდა.  თუმცა აუქციონი მხოლოდ 7 ერთეულზე შედგა. დანარჩენი აუქციონი, სალაძის განმარტებით, ჩავარდა.
ამორტიზებული ავტომანქანა, ჯართი (ლითონი, ალუმინი) საჯარო სკოლის და ბაღის ყოფილი შენობები - სწორედ მათი გაყიდვა მოხდა ელქტრონულ აუქციონზე.  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ელექტრონული აუქციონიდან წელს ყველაზე დიდი თანხა, სოფელ ფუთის საჯარო სკოლის სამსართულინი ყოფილი შენობის გაყიდვიდან მიიღეს. შენობა  32 080 ლარადა გაიყიდა. რაც შეეხება, ჩავარდნილ აუქციონებს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განმარატვენ, რომ განმეორებთ კვლავ მოხდება იმ ობიექტების ელექტრონულ აუქციონზე გატანა, რომლებიც პირველ ჯერზე არ გაიყიდა. 

თეკლე მორგოშია
Print