რეგიონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 107 700 ლარის პრემია გაიცა
FaceBook
პრემია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა 167-მა ადამიანმა მიიღო.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 107 700 ლარის პრემია გაიცა. პრემია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა 167-მა ადამიანმა მიიღო. ზესტაფონში პრემიების გაცემა სააღდგომოდ მოხდა. ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, პრემიები მიმდინარე წლის ბიუჯეტში კვარტლების მიხედვით იყო დაგეგმილი.
"რაც ახალ წელსაც ითვალისწინებდა პრემიის გაცემას, მაგრამ პრემიერ-მინიტრის მიერ გახმოვანებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის გამო, მხოლოდ ერთხელ გავეცით", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის მოცულობა 17 261 000 ლარს შეადგენს. აქედან, სახელფასო ფონდისთვის 1 943 000 ლარი არის გათვალისწინებული.

თეკლე მორგოშია
Print