პოლიტიკა
განათლების მინისტრი - ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გასამკაცრებელია
FaceBook
ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები

- ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას, აუცილებელია სპეციალური ნებართვის გაცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, ასე აუცილებელია ესკორტის თვალსაზრისით, მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას სპეციალური ნებართვის გაცემა.

შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს" , - განაცხადა განათლების მინისტრმა.

გომბორზე, 9 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის 4 მგზავრი დაიღუპა და 21 დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელშიც ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა.

Print