პოლიტიკა
მესხიშვილის თეატრში „მიუნჰაუზენის“ პრემიერა გაიმართება
FaceBook
15-16 მაისს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში "მიუნჰაუზენის პრემიერა გაიმართება. გრიგორი გორინის ცნობილი პიესის, "ცხოვრება და გარდაცვალება ბარონ მიუნჰაუზენისა", დადგმას რეჟისორი კოტე აბაშიძე ახორციელებს.

„მიუნჰაუზენი“მესხიშვილის თეატრში, კოტე აბაშიძის პირველი სპექტაკლი იქნება, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ამპლუაში.

"სპექტაკლის სათაურია "მინჰაუზენი". ეს არის ძალიან ცნობილი მასალა. პიესის ფაბულას საფუძვლად უდევს რუდოლფ ერიჰ რასპეს ზღაპარი, რომელმაც თავის დროზე ერთგვარი რევოლუცია მოახდინა "ზღაპარიადაში" . პერსონაჟი არის ძალიან თავისუფალი, შემოქმედებითი, ფანტაზიით სავსე. ადმიანის შემოქმედებით აზროვნებას საზღვარი არა აქვს. ნებისმეირი რამის შეთხზვა შეიძლება თუ ის იქნება ნიჭიერად გაკეთებული და თუ ის სილამაზესა დ ა სიკეთეს მოუტანს ადამიანებს. ასეთია რასპეს იდეა. თანამედროვე ტერმინს თუ გამოვიყენებთ - მან შექმნა ბრენდი, რომელსაც ქვია მიუნჰაუზენი", - აღნიშნავს კოტე აბაშიძე.

სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობების იქნებიან დაკავებული.

მხატვრობა ეკუთვნის აივენგო ჭელიძეს,

ორიგინალური მუსიკის ავტორი კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე.

გორინის "მიუნჰაუზენს" მესხიშვილის თეატრში პირველად დადგამენ.


Print