რეგიონი
ხარაგაულში, რკინიგზის გვირაბში მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა
FaceBook
ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში, სადაც 22 იანვარს ააფეთქეს, სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა. ადგილზე დასაქმებულების განცხადებით, გვირაბის გაყვანის სამუშაობი გუშინ მომხდარი შემთხვევის შემდეგ შეწყდა და მათთვის უცნობია როდის განახლდება სამუშაობი.

"არავინ შეგვხმიანებია თუ რა უნდა გავაკეთოთ. ვართ გაჩერებულები მხოლოდ ის გავიგეთ, რომ თბილისში უნდა მოხდეს ამ საკითხის გარკვევა როდის უნდა განვაახლოთ მუშაობა. ადრე მოხდა ასეთი ფაქტი და მაშიმ ცხრა დღე გაჩერდა მუშაობა",  - ამბობს ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის გაყვანაზე ერთ-ერთი დასაქმებული, გიორგი კიკნაველიძე. 

მისი თქმით, ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. თუმცა, იქ ამ დრომდე არ გამოჩენილა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები.

მისი თქმით, დაშავებულია 61 წლის დავით მელქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მკურნალობის კურსს თბილისში გადის მძიმეა.
ხოლო 58 წლის ფირუზ გოგნაძეს და 45 წლის ნიკოლოზ კაკიაშვილი ხაშურის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სადაც რამდენიმე დღის წინ მუშების გაფიცვა მიმდინარეობდა, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება 22 იანვარს მოხდა.

"ადგილობრივი დასაქმებულის ცნობით: გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან მოხდა აფეთქება, როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ, არ მოხდა მათი გაფრთხილება, რის გამოც, ეს ადამიანები მძიმედ დაშავდენ" - ნათქვამია პროფავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე 60-მდე დასაქმებული 15 იანვარს გაიფიცა.

ხოლო 18 იანვარს მუშებმა სამუშაობი განაახლეს. ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ.

გაფიცული მუშების მოთხოვნა უცხოური კომპანიისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.

გაფიცულები მაშინ აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე დამსაქმებლები მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ოთხდღიანი პროტესის შემდეგ სამუშაოს ისევ დაუბრუნდნენ.


ამავე თემაზე:

ვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში გაფიცული მუშები მუშაობას განაახლებენ

"მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ აფეთქებაზე

ხარაგაულში, სადაც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ
Print