ახალი ამბები
ხარაგაულში, სადაც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ
FaceBook
ხარაგაულში, სადაც დღეს რკინიგზის სადგურში აფეთქება მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ.

მათი თქმით, შემთხვევის ადგილს შეისწავლიან და დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ. შემთხვევის ადგილზე კომპანიის წარმომამდგენლებიც გამოჩნდნენ. თუმცა, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ხარაგაულის სოფელ, ბეჟათუბანში დღეს გვირაბი აფეთქეს, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული თბილისის საავადმფოში არის გადაყვანილი, ხოლო ორს ხაშურის საავადმყოფოში მკურნალობენ.

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე 60-მდე დასაქმებული 15 იანვარს გაიფიცა.

ხოლო 18 იანვარს მუშებმა სამუშაობი განაახლეს. ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ.

გაფიცული მუშების მოთხოვნა უცხოურ კომპანიისგან (ჩინური) სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.

გაფიცულები მაშინ აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე დამსაქმებლები მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ოთხდღიანი პროტესის შემდეგ სამუშაოს ისევ დაუბრუნდნენ.


ამავე თემაზე:

ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში გაფიცული მუშები მუშაობას განაახლებენ

"მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ" - პროფკავშირები ხარაგაულში მომხდარ აფეთქებაზე
ხარაგაულში, რკინიგზის გვირაბში მუშაობა შეჩერებულია
Print