რეგიონი
ვანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება
FaceBook
ვანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. 
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, სასტუმროს მშენებლობას GDG ჯგუფი 2018 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყებს.

ვანის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, სასტუმროს 30 ნომერი ექნება, ასევე აუზი და ის თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა.

"სასტუმროს აშენება ვანში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მალე არქელოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაცია სრულდება, ამდენად ამ ქალაქში ბევრ ტურისტს ველოდებით," - ამბობს ვანის  მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ვანში სასტუმროს აშენებსთვის ორი მილიონ დოლარამდე დაიხარჯება.




Print