რეგიონი
ადიდებულ რიონში დარჩენილი ხუთი მოქალაქე გადაარჩინეს (ვიდეო)
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში ადიდებულ მდინარეში დარჩენილი  ხუთი მოქალაქე გადაარჩინეს.
მოქალაქეები მდინარის ადიდების შემდეგ ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და რიონში არსებულ ხელოვნურ კუნძულზე ავიდნენ.

"მათ სისცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა ქუთაისის, სამტრედიისა და ვანის სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ," - ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ურთულესი ვითარების მიუხედავად, წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, მაშველებმა ღონისძიება წარმატებით განახორციელეს და განსაცდელში მყოფი ოთხი მამაკაცი და ერთი ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

როგორ გამოიყვანეს მაშველებმა მოქალაქეები ადიდებული მდინარედან, ნახეთ სააგენტოს მიერ გავრცელებული ვიდეო:


Print