რეგიონი
ჭიათურაში გარევაჭრობა აიკრძალა
FaceBook
ჭიათურაში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა.
ჭიათურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ჭიათურის მერის მოადგილის, გივი მოდებაძის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

" გარდა იმისა,რომ ვაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, უშნოვდება ქალაქის იერ-სახე და ჩნდება ანტისანიტარია", - განაცხადა გივი მოდებაძემ.

ჭიათურის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს ,,უნივერმაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე სთავაზობს, სადაც მათთვის სპეციალური ბაზრობა მოეწყობა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა გარემოვაჭრეთა დახლებისგან უკვე გაასუფთავა ყაზბეგის ქუჩა და ე.წ. ,"მაღაროელთა მოედანი."



Print