რეგიონი
წყალტუბოს მერი სასტუმროებში უსაფრთხოების წესების დაცვით დაინტერესდა
FaceBook
წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი დღეს წყალტუბოში მოქმედ სასტუმროებს ეწვია და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვით დაინტერესდა.
TSKALTUBO PLAZA ოთხვარსკვლავიანი სასტუმროა, ოთხსართულიანი შენობა 150 ადამიანზეა გათვლილი. როგორც გენერალურმა მენეჯერმ ალიკა დავითაშვილმა მერს განუმარტა, შენობაში არის საევაკუაციო კიბე, ყველა სართულზე არის ხანძარსაწინააღმდეგო ცეცხლმაქრი, ჩართულია ხმოვანი სიგნალიზაცია, რომელიც კვამლზეც რეაგირებს. მისი თქმით, სასტუმროში არის დაწვიმების სისტემაც.

„ჩვენს სასტუმროში სრულად დაცულია უსაფრთხოების ნორმები. საევაკუაციო გეგმა დერეფნებში და ნომრების კარებზეც არის გაკრული, სულ ახლახანს გადავამზადეთ ჩვენი დაცვის თანაშრომლები და ტექ-პერსონალიც მსგავს სიტუაცეიებში თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანების გამოყვანა“ - განაცხადა სასტუმროს გენერალურმა TSKALTUBO PLAZA”-ს მენეჯერმა.

წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, სასტუმრო „პრომრეთეს“ უსაფრთხოების ნორმებიც მოიკითხა და შენობა დაათვალიერა. „პრომეთეს“ დირექტორის ხათუნა მაღლაკელიძის თქმით, სასტუმროს ერთდროულად 100 სტუმრის მიღება შეუძლია და შენობაში სრულად არის დაცული ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. ამჟამად მიმდინარეობს მეორესართულზე საევაკუაციო გადასავლელის მოწყობის სამუშაოები. შენობაში არის ხმოვანი სიგნალიზაცია, ყველა სართულზე არსებობს ცეცხლმაქრი და საევაკუაციო გეგმა, როგორ დერეფანში, ასევე ნომრებში.

„კამოფილი დავრჩი ჩვენი სასტუმროების უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხარისხით. რაც ვნახე შეესაბამება სტანდარტებს, სხვა სასტუროებსაც აქვთ შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვან. ვთვლი, რომ პრევენციისთვის ჩვენ ყველაფრისვის უნდა ვიყოთ მზად.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბათუმში, სასტურო „ლეო გრანდში“, გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს “ , - განმარტა წყალტუბოს მერმა.

მერთან ერთად სასტუმროების უსაფრთოების წესების მდგომარება მერის თანაშემწე ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერა.


24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 21 ადამიანი, რომლებიც დროულად იქნენ გადაყვანილი კლინიკაში.

საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
შეგახსენებთ, რომ მზგავსი ფაქტი ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს დაფიქსირდა, სასტუმრო "არმაზი" დაიწვა, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.


Print