რეგიონი
ვანში გალაკტიონ ტაბიძის 126-ე წლისთავს აღნიშნავენ
FaceBook
17 ნოემბერს ვანში გალაკტიონ ტაბიძის 126-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებები პოეტის დაბადების ადგილიდან, სოფელი ჭყვიშიდან დაიწყება. მოწეული სტუმრები გვირგვინით შეამკობენ გალკტიონის ძეგლს. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები კი, მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას წარმოადგენენ.

მოგვიანებით, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის - მურმან ჯინორიას სპექტაკლი "ქარი მწყურია მე პირდაპირი" გაიმართება.

გალაკტიონ ტაბიძე 1892 წლის 17 ნომებერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში დაიბადა. ის ჯერ კიდევ თბილისის სასულიერო სმეინარიაში სწვალის დროს ჩაუდგა სათავეში მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დაარსა ჟურნალი "შუქი".

ქუთაისში საცხოვრებლად გალაკტიონი 1912 წელს გადმოვიდა. მისმა შემოქმედებამ საყოველთაო აღიარება 1914 და 1919 წლებში გამოცმეული კრებულებით: "ლექსები" და "არტისტული ყვავილები" მოიპოვა.

გალაკტიონის "მე და ღამე", "მთაწმინდის მთვარე", "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში", "მერი" და სხვა ლექსები ქართული პოეზიის კლასიკადაა აღიარებული. 

გალაკტიონ ტაბიძემ 1959 წლის 17 მარტს  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



Print