რეგიონი
ვანის მუნიციპალიტეტი 32 ათას ლარიან ავტომანქანას ყიდულობს
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტმა მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის (ჯიპის ტიპის) შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

32 100 ლარად შეფასებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს. შპს "ბაგრატიონმა" ავტომობილის შესაძენად 31 438 ლარი მოითხოვა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი უნდა იყოს წამყვანი თვლებით 4ხ4) განბაჟებული, გამოშვების წელი - მინიმუმ 2007;
ამ დროისთვის ტენდერში მონაწილე კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.

Print