რეგიონი
ჩავარდნილი ხიდი წყალტუბოს სოფელში - მოსახლეობა ორი თვეა დახმარებას ითხოვს (ფოტო)
FaceBook
"არც პატრონი გვყავს და არც არავინ"

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭეიშის მოსახლეობა ჩავარდნილი ხიდის აღდგენას ითხოვს. საცალფეხო ხიდის ჩაწყვეტის გამო, სოფლის მოსახლეობას გადაადგილება შემოვლითი გზით უწევს.
როგორც ადგილობრივი მოსალხოება ამბობს საცალფეხო ხიდი, 2 თვის წინ ძლიერმა ქარმა ჩაწყვიდა. მოსახლეობის თქმით, ხიდის აღდენის მოთხოვნით ხელისუფლებას ორი თვის წინ მიმართეს, თუმცა როგორც აცხადებენ, დაპირების მიუხედავად, მათთან არავინ გამოჩენილა.
"ხიდი ქარმა გაგვიწყვიტა, არც პატრონი გვყავს და არც არავინ," - ამბობს სოფელ ონჟეის მკვიდრი, თეიმურაზ მანაგაძე.

KutaisiPost

KutaisiPost

წყლატუბოს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად და ხიდის შესაკეთებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 3200 ლარად შეფასებული ტენდერი 4 დღეში დასრულდება. როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მამუკა მატარაძე განმარტავს, ტენდერის დასრულებისა და გამარჯვებულის გამოვლენისთანავე დაიწყება ხიდის შეკეთების სამუშაოები.
Print