რჩევები
ჰემოგლობინი და მისი მკურნალობის ხალხური მეთოდები - სპეციალისტის რჩევები
FaceBook

ჰემოგლობინი ერითროციტებში შემავალი რთული ცილაა, რომელიც ფილტვებსა და სხვა ორგანოების უჯრედებს შორის ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს.

რა ახასიათებს მას და როგორია მისი მკურნალობის გზები, ამ და სხვა კითხვებზე ქუთაისიპოსტს წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის თერაპევტი, ლალი მაკარიძე ესაუბრება.


რა არის ჰემოგლობინი?


ჰემოგლობინი ეს არის სისხლის წითელი სხეულაკების, ერითროციტების შემადგენელი ნაწილი, ის ჰემის და ცილოვანი ნაწილის გლობინისგან შედგება, მისი ფუნქციაა ჟანგბადისა და ნახშიროჟანგის ტრანსპორტირება ორგანიზმში.


როგორია ჰემოგლობინის შემცველობის ნორმები ქალებსა და მამაკაცებში?


ჰემოგლობინის შემცველობის ნორმა მამაკაცებში - 130-160გ/ლ, ხოლო ქალებში - 120-140გ/ლ.


რა ახასიათებს ჰემოგლობინის დაბალ მაჩვენებელს?


როცა ორგანიზმში ჰემოგლობინის ნორმა ირღვევა, რასაც სისხლნაკლებობას ანუ ანემიას უწოდებენ, რა თქმა უნდა ამას თავისი გამოხატულება გააჩნია. კერძოდ, ყველაზე მარტივი, რითაც ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლის განსაზღვრა ხდება ეს გახლავთ სისხლის კლინიკური ანალიზი.

ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი გამოიხატება ზოგადი სისუსტით: თავბრუსხვევით, ყურებში შუილით, გულის ფრიალით, ასევე, თმისა და ფრჩხილის მტვრევადობა შეიძლება იყოს გამოხატული. ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე ადამიანმა აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართოს, რათა პრობლემა დროულად იქნას აღმოფხვრილი.


რა იწვევს ჰემოგლობინის დაქვეითებას?


ანემია  შეიძლება გამოწვეული იყოს ერითროციტების წარმოქმნის დეფიციტით, რკინის, ფოლიუმის, ვიტამინი ,,B12”-ს დეფიციტით, სიმსივნური პროცესებით, სისხლდენით, კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემებით, შაქრიანმა დიაბეტით.


ჰემოგლობინის დაბალი დონის შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მისი აწევა?


პირველ რიგში ანემიის გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს. ზემოთაღნიშნული ჩივილების დროს პაციენტმა აუცილებლად კვალიფიციურ სპეციალისტს უნდა მიმართოს. თვითმკურნალობა დაუშვებელია.


როგორია მკურნალობის ხალხურ მეთოდები?


თუ ჰემოგლობინის ნორმა მკვეთრად არ არის დაქვეითებული ძალიან კარგ შედეგებს იძლევა ხალხური მეთოდებიც. პირველ რიგში ეს არის რკინით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ღვიძლი, წითელი ხორცი, ისპანახი, ნუში, ბურღულეული, თევზის პროდუქტები.

მნიშვნელოვანია, ასევე, C-ვიტამინის როლი, იმიტომ რომ დაბალი ჰემოგლობინი შეიძლება გამოწვეული იყოს C-ვიტამინის ნაკლებობით. ამიტომ ამ დროს უნდა მივიღოთ C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები. ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, წიწაკა, ბროკოლი, პომიდორი, ისპანახი, თხილი, მწვანეფოთლოვანი მცენარეები.

ძალიან სასარგებლო პროდუქტია თაფლი, გარგარის ჩირი, შავი ქლიავი, ხილის ცოცხალი წვენები, ბროწეულის, წითელი ჭარხლის წვენი და სხვა. წვენი უნდა იყოს ახლადგამოწურული, რათა  არ დაკარგოს მისი სასარგებლო თვისებები.

რაც შეეხება, ანემიის მედიკამენტოზურ მკურნალობას, დასაშვებია მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში კვლავ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.
11:39 / 25.06.2021
საქართველოში კვლავ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.
თერმორეგულაცია არის ორგანიზმის მთავარი ინდიკატორი.  ის
ეხმარება ადამიანს განსაზღვროს ჯანმრთელი მდგომარეობიდან პათოლოგიური
პროცესის დაწყება.
14:37 / 12.08.2020

თერმორეგულაცია არის ორგანიზმის მთავარი ინდიკატორი.  ის ეხმარება ადამიანს განსაზღვროს ჯანმრთელი მდგომარეობიდან პათოლოგიური პროცესის დაწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.