რჩევები
რა ზიანს უქმნის კომპიუტერი მხედველობას?
FaceBook

ინტერნეტი და კომპიუტერი 21-ე საუკუნის ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.


პანდემიამ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახადა, მითუმეტეს ბავშვებში, -ონლაინსწავლებამ ბავშვებს კომპიუტერთან დიდხანს ყოფნის „ლეგიტიმუტრი “ უფლება მისცა.

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერთან ხშირმა ჯდომამ და კონკრეტულად, რა ზიანს უქმნის კომპიუტერი მხედველობას?

ზიანი გამოიხატება მხედველობის გადაღლით, გამოსახულების გაორებით. ქავილით და ე.წ. სილის შეგრძნებით.

„როდესაც ადამიანი კომპიუტერთან ზის ახლო მანძილზე, უხეშად რომ ვთქვათ „ტვინს ავიწყდება“ თვალის დახამხამება. დახამხამების არქონის გამო ხდება თვალის ზედაპირის გამოშრობა. ზედაპირის გამოშრობას კი შეუძლია გამოიწვიოს ბევრი პრობლემა მაგალითად როგორიცაა კონიუქტივის სიმშრალე, რქოვანის  ქსეროზი“, - ამბობს ოფთალმოლოგი ოთარ დეკანოიძე, საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი.

თვალი მიჩვეულია ბინოკულარულ,  სხვანაირად რომ ვთქვათ, ორივე თვალით მხედველობას, როდესაც მარჯვენა და მარცხენა თვალის ბადურაზე მიღებულ გამოსახულებებს ისე აღვიქვამთ, როგორც ერთ მთლიან გამოსახულებას..

გარესამყაროს ადამიანი აღიქვამს სივრცეში. მაგრამ როდესაც მონიტორს უყურებს გამოსახულება ბრტყელია, რაც თვალს დამატებით დაძაბულობას უქმნის.

მნიშვნელობა ენიჭება გარემოს, განათებას როგორ არის მონიტორი დახრილი, მიჩნეულია, რომ 10-15 გრადუსი უნდა იყოს დახრა, ეკრანის პირდაპირი გამოსცხივება რომ არ მოდიოდეს თვალში.

რით შეიძლება დავეხმაროთ მხედველობას?

ექიმის რეკომენდაციით მნიშვნელოვანია ზომიერება კომპიუტერთან ურთიერთობისას. კერძოდ,

6 წლამდე ბავშვებში კომპიუტერთან ურთიერთობა 15 წუთიდან ნახევარ საათამდე შეიძლება ისე რომ მონიტორმა მათზე მავნე ზეგავლენა არ იქონიოს.

7-8 წლის ბავშვებში რეკომენდებულია  - ნახევარი საათიდან 40 წუთამდე

8 -დან 15 წლამდე მოზარდებში  - ერთი საათიდან საათნახევრამდე.

15 წლიდან ზემოთ დასაშვებია 2-დან  2,5 საათემდე  დრო.

მაგრამ რადგან ამ რეკომენდაციების დაცვა ყოველთვის ვერ ხერხდება, განსაკუთრებით საოფისე სამუშაოს პირობებში,

ამიტომ ნახევარი საათის შემდეგ ორი წუთით თვალების დახუჭვა ან ხედვის გადატანა თვალს შვებას მიანიჭებს.

სასურველია A,B,C ვიტამინების მიღება, რომელიც მხედველობასაც ეხმარება.

სასურველია ყოველ ნახევარ საათში ადგომა და მცირე ხნით მონიტორიდან თვალის მოშორება. გასეირნება ოფისში ან სუფთა ჰაერზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში კვლავ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.
11:39 / 25.06.2021
საქართველოში კვლავ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.
თერმორეგულაცია არის ორგანიზმის მთავარი ინდიკატორი.  ის
ეხმარება ადამიანს განსაზღვროს ჯანმრთელი მდგომარეობიდან პათოლოგიური
პროცესის დაწყება.
14:37 / 12.08.2020

თერმორეგულაცია არის ორგანიზმის მთავარი ინდიკატორი.  ის ეხმარება ადამიანს განსაზღვროს ჯანმრთელი მდგომარეობიდან პათოლოგიური პროცესის დაწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.