გადაცემები
სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებისთვის - გადაცემაში ,,ვირჩევ დემოკრატიას"
FaceBook
როგორია ახალგაზრდების თვალით დანახული ადგილობრივი თვითმმართველობა და რამდენად მორგებულია მისი საქმიანობა როგორც თავად ახალგაზრდების საჭიროებებზე, ისე ქალაქის შემდგომ განვითარებაზე?
რა დოზით არიან ახალგაზრდები ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რამდენად დემოკრატიულ გარემოში უწევთ მათ საქმიანობა? - ესაა ის საკითხები, რომელთა შესახებ იმართება დისკუსია "ქუთაისიპოსტის" მიერ სტუდენტებთან ერთად მომზადებულ გადაცემათა ციკლში - "ვირჩევ დემოკრატიას".

მორიგი გადაცემის თემაა  სტუდენტური თვითმმართველობა ქუთაისში. 

როგორია სტუდენტური ცხოვრება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და  სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა ? გადაცემის სტუმრები არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი მირიან გოგებაშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი.

Print