გადაცემები
"ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” - თერჯოლის მუნიციპალიტეტი
FaceBook
თერჯოლაში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები, რა ვერ გაკეთდა და რატომ, როგორია ადგილობრივი ხელისუფლების გეგმები - ეს არის მცირე ჩამონათვალი თემებისა, რომლებზეც გაიმართა საუბარი გადაცემაში "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ".
"ქუთაისიპოსტის"კითხვებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერის მოვალეობის შემსრულებელი და სამსახურების უფროსები პასუხობენ.
ინტერვიუ "ქუთაისიპოსტის" რუბრიკის "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" ფარგლებში ჩაიწერა, რომელიც მოქალაქეების და ოპოზიციის ჩართულობით და ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით დისკუსიის გამართვას ითვალისწინებდა. თუმცა პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადაცემის ფორმატი შეიცვალა.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კითხვები და მიიღონ პასუხები კონკრეტულ პრობლემათა მოგვარების შესახებ.


Print