გადაცემები
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ქუთაისი - გადაცემა
FaceBook
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.
ქუთაისმა პარლამენტის შემდეგ ბოლო იმედიც დაკარგა.

ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის გასვლა ქალაქის ისედაც ღარიბი ეკონომიკისთვის უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა. გარდა ფინანსური დანაკარგისა ვიზეარის მიერ ბაზის გაქუმებით ბუნდოვანი გახდა ტურიზმის მომავალი. უმუშევარი დარჩა ამ სფეროში დასაქმებული ასობით გიდი და კიდევ უფრო მეტი ზარალი განიცადეს მომსახურების სფეროში დასაქმებულებმა.

დღემდე მუშაობის განახლებას ვერ ახერხებს სასტუმროები, ბარები, რესტორნები და კუტურული და გასართობი დაწესეულებები, რომელიც დღის განმავლობაში უამრავ სტუმარს მასპინძლობდა.

რა რეალობა შეიქმნა ქუთაისს ეკონომიკურ თვალსაზრით მას შემდეგ რაც ბაზრიდან ვიზეარის გასვლის შემდეგ და რა ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქი, რა შეიძლება იყოს გამოსვალი და რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფელბა ქალაქის ეკონომიკუირ გაძლერების მიმართულებით - ამ საკითხებზე ქუთაისიპოსტის სტუდიაში ახლგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის  წარმომადგენელი ლევან ოყრეშიძე და "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულია ისაუბრებენ.

გადაცემაში მონაწილეობა მერიის წარმომადგენლებსაც შევთავაზეთ მაგრამ ქუთაისიპოსტის სტუდიაში მოსვლა არ მოისურვეს. 


Print