გადაცემები
"ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” - ინტერვიუ ქუთაისის მერთან
FaceBook
ქუთაისში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები, რა ვერ გაკეთდა და რატომ, აპირებს თუ ქალაქის ამჟამინდელი ხელმძღვანელი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას - ეს არის მცირე ჩამონათვალი თემებისა, რომლებზეც გაიმართა საუბარი გადაცემაში "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ".
"ქუთაისიპოსტის"კითხვებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი პასუხობს.

ინტერვიუ "ქუთაისიპოსტის" რუბრიკის "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" ფარგლებში ჩაიწერა, რომელიც მოქალაქეების და ოპოზიციის ჩართულობით და ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით დისკუსიის გამართვას ითვალისწინებდა. თუმცა პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადაცემის ფორმატი შეიცვალა.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კითხვები და მიიღონ პასუხები კონკრეტულ პრობლემათა მოგვარების შესახებ.

Print