გადაცემები
გამკაცრებული აგიტაცია - ვინ როგორ აფასებს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებას (გადაცემა)
FaceBook
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.

ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, საჯარო სკოლების პედაგოგებს და საჯარო მოხლეებს, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო აგიტაცია აეკრძალათ.

შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატი და მხოლოდ 30 მაჟორიტარი ეყოლება.

შესაბამისად, ქუთაისის მოსახლეობა სამის ნაცვლად ერთ მაჟორიტარს აირჩევს - ეს იმ ცვლილებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ უკვე დაამტკიცა.

რა შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაში, ვინ როგორ აფასებს ცვლილებას და რამდენად გამკაცრდა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა - ამის შეახებ ქუთაისიპოსტის სტუდიაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხდარაჭერის პროგარამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა შუშანია და საკრებულოს უმრვალესობის წევრი ოთარ ლორთქოფანიძე საუბრობენ.

Print