გადაცემები
"ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” - "ქუთაისიპოსტის" დისკუსია ვანში (ვიდეო)
FaceBook
მედიკამენტები,  პანდემიით გამოწვეული საკვების და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მიღება - ეს  იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც  ვანის მუციპალიტეტში  მოსახლეობას აწუხებს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ამბობს, რომ მერია პანდემიის პერიოდში 3 400 ოჯახს მედიკამენტებით  და  საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

ალესაქნდრე გოგორიშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 12 302 ათას ლარს შეადგენს.  ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მოწყობა, განათლება და სოციალური საკითებია. 

მოქალაქეების პრობლემებზე, 2020 წლის განსახორციელებელ პროექტზე და პანდემიით გამოწვეულ სხვა პრობლემებზე  გთავაზობთ, ვანის მერთან ალექსანდრე გოგორიშვილთან ჩაწერილ ვიდეო ინტერვიუს:



ინტერვიუ "ქუთაისიპოსტის" რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში ჩაიწერა.  რუბრიკის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში  მოქალაქეების და  ოპოზიციის ჩართულობით დისკუსია იმართება. თუმცა პანდემიის გამო, სოციალური დისტანციის დაცვა  მნიშვნელოვანი რეკომენადაციაა, ამიტომაც მხოლოდ  მერთან ვიდეოინტერვიუ ჩაიწერა.  

რუბრიკა "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.
Print