პოლიტიკა
ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელები შესაძლოა ღამის საათებშიც გაიხსნას
FaceBook
ქუთაისში ფალიშვილისა და რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ღამის საათებშიც გაიხსნება. 
მერიის ზედამხედველობის სამახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, ამ მოთხოვნით მათ უკვე ორჯერ მიმართეს შპს "გვირაბ 95-ს", რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში ვაჭრობის ოპერირებას ახდენს. აღნიშნულის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში მერია მზადაა სასამართლოს მიმართოს.

"უახლოეს დღეებში გადაწყდება ეს საკითხი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მოვაჭრეებთან და შსს-თანაც, რომ იქ არსებული ქონება დაცული იყოს", - ამბობს ზვიად ჯავახია. 

ფალიშვილისა და რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი დღემდე საღამოს 20:00 საათის შემდეგ იკეტება. 


Print