პოლიტიკა
„ჰაი, ჰარალე დედაო` - რეზო გაბრიაძე ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ლევან გაბრიაძის ანიმაციური ფილმის "ჰაი, ჰარალე დედაო" ჩვენება გაიმართება.

ანიმაციური ფილმი ცნობილი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის რეზო გაბრიაძის ნაწარმოებების მიხედვით არის გადაღებული და ბიოგრაფიული შინაარსისაა.

ფილმის პრემიერა თეთრ ხიდზე მოეწყობა. ხიდზე უკვე მომზადებულია ეკრანი.

რეზო გაბრიაძე თავად იმყოფება ქუთაისში და სავარაუდოდ,  ფილმის პრემიერასაც დაესწრება.

ჩვენება 3 მაისს, 20:30 საათზე გაიმართება.


Print