განცხადებები
ავარიის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ 16 წლის გოგონას დახმარება სჭირდება
FaceBook
16 წლის მარიამს გადასარჩენად დახმარება სჭირდება.
ახალგაზდა, მოცეკვავე გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები ავარიის შდეგად შეექმნა. ის უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

მის გადასარჩენად, მეგობრები თანხის შეგროვებას ცდილობენ, რაშიც საზოგადოების დახმარებას ითხოვენ.

"მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება.. არასოდეს მიფიქრია რომ ასეთი პოსტის დადება მომიწევდა.. თურმე ყველაფერი ხდება.. ეს მარიამია 16 წლის, ჩვენი პატარა მარიამი, რომელსაც ძალიან ჭირდება თქვენი (ჩვენი) დახმარება.. 18 მარტს მოხდა ავარია, რომლის შემდეგაც დღემდე მარიამი კომაშია, უტარდება ურთულესი და უმძიმესი ოპერაციები, რომელთა ღირებულება ძალიან ძვირია... აქვს თავისტვინის ტრამვა(შეშუპება) ანევრიზმა, ინსულტი და სხვა მრავალი დაზიანმა ტვინის არეში. მარიამის სიცოცხლის გადასარჩენად გთხოვთ გავერთიანდეთ, თქვენი იმედი მაქვს... ყველას ვინც გულთან მიიტანს წინასწარ უღრმესი მადლობა," - ნათქვამია მარიამის მეგობრის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

ოპერაციებისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად გადარიცხვა ანგარიშის ნომრებზე: #GE14TB7352736010300019, თანხის მიმღები ნათელა ქავთარაძე, თი-ბისი ბანკი. ასევე #GE37BG0000000100540062 საქართველოს ბანკი მიმღები: გიორგი ჭანტურიძე
Print