გადაცემები
ცხოვრება შიშის ქვეშ - სოციალური საცხოვრისის ბედი ექსპერტიზის იმედად (გადაცემა)
FaceBook
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს.

გადაცემის თემაა ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში არსებული მდგომარეობა. ობიექტის ესქპლუატაციაში გაშვებიდან ერთ წელიწადში შენობა, დღითიდღე ავარიული ხდება და საცხოვრისის 70 ოჯახი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.

ისინი ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ, მერიამ კი, უკვე ცნობილია, რომ საკითხის შესასწავლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა.

რა დახვდათ სოციალურ საცხოვრისში შესახლებისას ოჯახებს და რა ხდება დღეს? რატომ გახდა სიცოცხლისთვის საშიში იქ ცხოვრება და რა პასუხი აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებაში? ვინ რას უკავშირებს არსებულ პრობლემებს და დაუცველ უსაფრთხოებას? - აღნიშნულ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები. პირველი ნაწილის სტუმრები არიან საცხოვრისის მკვიდრნი: მზევინარ მიქაძე და ირანდა ნემსიწვერიძე, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარია ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე.

Print