პოლიტიკა
19 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმეს განიხილავენ
FaceBook
19 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. მერაბ კვირკაშვილის ადვოკატის ინფორამციით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 14:00  ზე საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. კვირიკაშვილი აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია. 

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. ავარიამ საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილში მსხდომი ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი - ანი ჩხაიძე იმსხვერპლა.


ამავე თემაზე:

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულები ახალგაზრდა ცოლ–ქმარი არიან

ერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რაგბისტების მდგომარეობა სტაბილურია

მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

ავტოავარიაში დაღუპულის დედა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს


Print