გადაცემები
ხარვეზი თუ ქონების დამალვის მცდელობა - საჯარო მოხელეების არასრული დეკლარაციები (გადაცემა)
FaceBook
გთავაზობთ  ქუთაისიპოსტის მორიგი გადაცემის ჩანაწერს. იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები, რომლებმაც 2017- 2018 წლებში დეკლარაციები არასრულად შეავსეს, შესაძლოა, დაჯარიმდნენ.

საჯარო მოხელეები ჩვენთან საუბარში ირწმუნებიან, რომ მათ სახელზე არსებული ქონების აღიცხავა "დაავიწყდათ" და მზად არიან შევსებულ დეკლარაციაში ცვლილებები შეიტანონ.

საქმეზე საჯარო სამსახურის ბიურომ მოკვლევა უკვე დაიწყო. ბიუროში განმარტავენ, რომ თუკი დეკლარაციის შევსებიდან 48 საათი გავიდა საჯარო პირები ახალ ინფორმაციას ვეღარ დაამატებენ.

ქონებრივი დეკლარაცია მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საკითხზე არასამთარობო ორგანიზიაცია " საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" კვლევა ჩაატარა.

რა სახის ქონება გამორჩათ საჯარო პირებს დეკლარაციაში,  ტექნიკური ხარვეზი თუ ქონების დამალვის მცდელობა - ამის შესახებ ქუთაისიპოსტის სტუდიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორი ლელა მოწონელიძე საუბრობს.

Print