გადაცემები
"ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ანალოგიური პლაკატებით უნდა გამოსულიყვნენ"- გადაცემა
FaceBook
გთავაზობთ ქუთაისიპტის გადაცემის მორიგ ჩანაწერს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა პოლიტიკური შინაარსიის პლაკატი, რომლის გაკვრა ქალაქის ცენტრში არასამთავრობო ორგანიაციას და მერიას შორის სადაო გახდა.

"რუსეთი მტერია" - ამ სლოგანით ფლაერები 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღეს " ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლზე გააკრეს. თუმცა, მერიის დაცვის თანამშრომლებმა სტიკერები მალვე ჩამოხსნეს. ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფრომა განაცხადა, რომ კანონის დამრღვევებს დააჯარმებდნენ.

აქციის მონაწილეების შესაძლო დაჯარიმებას სოციალურ ქსელში მწვავე პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მერიამ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე გაფრთხილებით შემოიფარლებოდნენ.

რატომ აირჩიეს არასამთავრობო ორგანზიაციის წარმომადგენლებმა პროტესტის ეს ფორმა, რატომ ჩამოხსნა ქუთაისის მერიამ მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის წარწერებიანი პლაკატი, როცა ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ათობით ობიექტზე დღემდე სხვადასხვა პლაკატები თუ ნახატებია განთავსებული - ამის შესახებ ქუთაისიპოსტის სტუდიაში "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გოქაძე ისაუბებს.

გადაცემაში მერიის ზედამედველობის სამსახურის წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ, თუმცა, ამ თემაზე გადაცემაში მონაწილოებაზე უარი განაცხადეს:


Print