ვიდეო
"ოჯახებს დღეს სჭირდებათ უფრო მეტად გაძლიერება" - გადაცემა
FaceBook
ქუთაისიპოსტის სტუდია წარმოგიდგენთ მორიგი გადაცემის ჩანაწერს. 
საარსებო შემწეობის ბაზაში ქუთაისიდან  7 555 ოჯახია რეგისტრირებული, აქედან დახმარებას მხოლოდ 2 777 ოჯახი იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოქტომბერში ფულადი შემწეობა 17 ოჯახს შეუჩერდა. 

იატაკი, საყოფაცხოვრებო ნივთი, მიწის  ნაკვეთი,  კომუნალურ გადასახედებზე დაფიქსრებული  მაღალი გადასახადი, ოჯახში შრომისუნარიანი წევრები, რომლებიც უმუშევრები არიან -  ეს ის  მიზეზებია, რის გამოც, როგორც მოქალაქეები ამბობენ, ფულადი  შემწეობის მიღებას უჩერებენ. 

რის საფუძველზე ხდება  ოჯახებისთვის მაღალი სარეიტინგო ქულების  მინიჭება, რომლებსაც მძიმე სოციალური ფონი აქვს, რა არის  ის კრიტერიუმები, რომელიც განსაზღვრას ოჯახისთვის ფულადი შემწეობის დანიშვნას - ამ საკითხებზე სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმღვანელი ნინო ჭიღლაძე საუბრობს:


Print