ფოტო
დამტვრეული სკამები ქუთაისის ცენტრალურ ბაღში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში განთავსებული სკამების ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული. დამტვრეულია სკამების საზურგეები, მომძვრალია სახელურები, დაზიანებულია სკამის სადგამი ნაწილი, არის საერთოდ დაშლილი სკამიც. "ქალაქმაც უნდა მიხედოს და ქალაქელებმაც. ვანდალიზმია ასე დამტვრევა", - ამბობს ქუთაისელი ენდი გედენიძე.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ბაღზე პასუხისმგებლობას შპს ქალაქსერვისი იღებს. ბოლოს სკამები სამი თვის წინ შეკეთდა. სარესტავრაციო სამუშაოებზე კონკრეტული თანხები გამოყოფილი არ არის, როგორც მერიაში აღნიშნავენ სკამებს თანამშრომლები საკუთარი ძალებით არემონტებენ. "ქალაქსერვისი" სკამების შეკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს.


















Print