ფოტო
ქუთაისის ცენტრში ტანკმა ჭის სახურავი დააზიანა
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტანკმა ჭის სახურავი დააზიანა.
დაზიანების ფაქტი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე მოხდა.
"სამ ტონიანი ტექნიკა ჩაამტვრევდა აბა რას იზამდა," - ამბობენ თვითმხილველები, რომლებიც საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ. მათი თქმით, სამხედრო ტექნიკამ გზის ის ნაწილიც დააზიანა, სადაც ისინი იყვნენ განლაგებული.
ცენტრალურ მოედანზე ჩამტვრეული ჭის სახურავი ამ დრომდე არ გამოუცვლიათ.
ქუთაისიპოსტი
Print