ფოტო
ავტოავარიის შედეგად დაზიანებული პალმების ხეივანი ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე გაშენებულ უნიკალური ჯიშის ძვირადღირებული პალმების ხეივანს
ოთხი ძირი პალმა აკლია.

პალმების განადგურება ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად მოხდა. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ პალმების შეძენას გეგმავენ.
KutaisiPost

ქუთაისში "ვაშინგტონის" ჯიშის პალმების ხეივანის მოწყობა 2010 წელს მოხდა. აღნიშნული ხეივნის მოწყობა ადგილობრივ თვითმმართველობას 960 000 ლარი დაუჯდა. 300 ძირი პალმა აღმაშენებლის გამზირის კილომეტრნახევრიან ზოლზე გაშენდა.
Print